კაკულია: ვთხოვ პრემიერს, რომ "აწარმოე საქართველოს" საგრანტო კომპონენტი დაიხვეწოს მაქსიმალურად

კაკულია: ვთხოვ პრემიერს, რომ "აწარმოე საქართველოს" საგრანტო კომპონენტი დაიხვეწოს მაქსიმალურად

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ახალი პრემიერისგან და მისი გუნდისგან ისეთ პროგრამებს ელოდება, რომელიც მოსახლეობას ბიზნესის დაწყებას გაუადვილებს.

მისი თქმით, ეკონომიკურ ცვლილებებს შორის, რომლებიც, კაკულიას მოსაზრებით, ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა განახორციელოს, არის "აწარმოე საქართველოს" საგრანტო კომპონენტის დახვეწა.

"ვთხოვ პრემიერმინისტრს, ვთხოვ მომავალ ეკონომიკის მინისტრსაც, და უშუალოდ ჩავერთვები იმაში, რომ "აწარმოე საქართველოს" საგრანტო კომპონენტი დაიხვეწოს მაქსიმალურად და ისეთი სიცოცხლისუნარიანობა მიეცეს, რაც არ უნდა სჭირდებოდეს მას ამისათვის, ყოველწლიურად ამ თანხის გაზრდის შესაძლებლობა იყოს,  რადგან სხვანაირად ჩვენ იმ სეგმენტზე, რომელზეც ვლაპარაკობთ, ვერ მივალთ", - აცხადებს კაკულია BM-თან.

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

13 ივლისი, 2018

"ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი...