დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ

დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ

დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ. სპეციალური სამოსი მათთვის საქართველოს რკინიგზამ შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარა ტაიკვანდოს ფედერაცია, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტსმენების განვითარებასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. პარა ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენები სისტემატიურად ვარჯიშობენ. საქართველოს რკინიგზის დახმარებით, ისინი საერთაშორისო  ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ.

ახალი ფორმები და სპეციალური სიგელები პარა სპორტსმენებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალ "მგზავრთა გადაყვანის" ხელმძღვანელმა, ელდარ ფერცულიანმა გადასცეს. საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გააგრძელებს პარასპორტის მხარდაჭერას.

"ბორჯომი" -  აქტიური ზაფხულის გემო

"ბორჯომი" - აქტიური ზაფხულის გემო

13 ივლისი, 2018

ზაფხული გრძელი დღეების, თბილი ღამეების, ახალი აღმოჩენებისა და გულწრფელი ემოციების პერიოდია. ზაფხულში  უფლება გვაქვს უკან მოვიტოვოთ ყველა საზრუნავი, თავით გადავეშვათ აქტიური დასვენების სამყაროში და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება...