ანა კობახიძე, საარჩევნი სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

ანა კობახიძე, საარჩევნი სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

"ახალი საქართველოს" საარჩევნო საკითხების ხელმძღავენლი, ანა კობახიძე, საარჩევნი სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი ქმით, აუცილებელია მოხდეს სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება.
 
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების მე-4 ტალღის რეფორმის პირობებში, სასამართლო სისტემაში არაფერი იცვლება, მეტიც, უარესდება და ახლა უკვე კორუფციის და კლანის გაძლიერებაზე საუბრობს ყველა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მიმაჩნია, რომ ფუნდამენტური რეფორმის გარეშე არაფერი შეიცვლება სისტემაში. მხოლოდ კოსმეტიკური რეფორმები კი კვლავ დატოვებს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და მეთოფიშვილს ქართული სასამართლოს სახედ. ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმათა პაკეტი, რომელიც მიგვაჩნია რომ აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
 
"ახალი საქართველოს" მიერ შემუშავებული რეფორმა,  5 ძირითად მიმართულებას მოიცავს:
 
1. იუსტიციის საბჭოსთან უცხოელი ექსპერტების შემოყვანა ვეტოს უფლებით;
2.  სააპელაციო სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა;
3. იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა;
4. მინი  სტრასბურგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან;
5. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს  ჩართვა სახელმწიფო და კერძო პირს შორის დავის შემთხვევაში.
ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

55 წუთის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...