EIB-მა უკრაინას, საავტომობილო გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის 75 მილიონი ევრო გამოუყო

EIB-მა უკრაინას, საავტომობილო გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის 75 მილიონი ევრო გამოუყო

უკრაინის ხელისუფლებამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ხელი მოაწერეს ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც საავტომობილო გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას ეხება. ამის შესახებ თავის ფეისბუქზე ვიცეპრემიერმინისტრი გენადი ზუბკო წერს.

აღნიშნული შეთანხმების მოცულობა 75 მილიონი ევროა. პროექტი ითვალისწინებს შემდეგს: ქალაქის ტერიტორიაზე სიკვდილიანობის, ტრავმირების დონის დაწევა; საგზაო-სატრანსპორტო უბედური შემთხვევების შემცირება, ქალაქში, სამოქალაქო ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და სხვა.

აღნიშული პროექტის რეალიზაცია შემდეგ ქალაქებში მოხდება: ლვოვი, ოდესა, დნეპრი, ხარკოვი, კიევი და კამენეც-პოდოლსკი.

შეგახსენებთ, 9 ივლისს, ბრიუსელში „უკრაინა-ევროკავშირის“ როგით მე-20 სამიტი იმართება. უკრაინის დელეგაციას სათავეში ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო უდგას.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

21 სექტემბერი, 2018

ჰონგ-კონგის აუქციონზე გამოიტანეს არც ისე დიდი სახლი, რომელსაც ოთხი საძინებელი ოთახი აქვს. მისი ღირებულება კი რეკორდული - 446 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. შედარებისთვის, ვილა Les Cedres, რომელიც 188 წლის წინ ააშენეს და რომელიც საფრანგეთის...