სამტრედიის, ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს 9 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

სამტრედიის, ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს 9 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 9 ივლისის დილის 07:00 საათიდან 11 ივლისის დილის 07:00 საათამდე სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების იანეთის, დიდი ჯიხაიშის, ეწერის, ღანირის, ჭაგანის, კვირიკეს, ნაბაკევის, ნინუაკუთხის, ჩხენიშის, მიწაბოგირას, დაბა კულაშის, მელაურის ასევე, ქალაქ სამტრედიის შემდეგი ქუჩების რესპუბლიკის, კრავეიშვილების, მიქელაძის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ხონისა და მარტივილის აბონენტებსაც. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.
 
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 11 ივლისის 07:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
 
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.
ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...