კომპანია სს "ნენსკრა ჰიდრო" სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში მძიმე ტექნიკის 8 ერთეულს აგზავნის

კომპანია სს "ნენსკრა ჰიდრო" სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში მძიმე ტექნიკის 8 ერთეულს აგზავნის

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ დღეს, 6 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში მძიმე ტექნიკის 8 ერთეულს აგზავნის, ტექნიკით უზრუნველყოფას საპროექტო კომპანიის სუბკონტრაქტორი - „ქართული სამშენებლო კონსურციუმი“ ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნენსკა" ავრცელებს.
"5 ივლისს მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო ჭუბერში, სადაც ნენსკრა ჰესის პროექტი ხორციელდება, სოფლის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა, დაზიანდა გზები და ხიდები.

2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას გულისხმობს, დროებით შეჩერებელი იყო, თუმცა მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სოციალური პროექტებზე.

„სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში მდინარის კალაპოტში წყლის რაოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, - აცხადებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

16 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...