რუსთავი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია

რუსთავი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია

Bavaria-ს ლუდის ფესტივალს ამჯერად ქვემო ქართლი უმასპინძლებს. რუხისა და ქუთაისის შემდეგ, რიგით მესამე ფესტივალი, 8 ივლისს რუსთავში, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობის საგზური გათამაშდება.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მისული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს, რადგანაც ცივ და ქაფქაფა ლუდთან ერთად, მის განწყობაზე ჯგუფი „ვაკის პარკი“ იზრუნებს.

სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება.

„სს "ქართული ლუდის კომპანია“ Bavaria-სთან თანამშრომლობას ფესტივალებით აღნიშნავს. თუ ლუდი და გართობა გიყვარს აუცილებლად უნდა დაესწრო Bavaria-ს ლუდის ფესტივალს. მით უმეტეს, ჩვენ Bavaria-სთან ერთად ჰოლანდიაში მოგზაურობის შანსს გაძლევთ“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, რუსთავში 8 ივლისს 17:00 საათიდან დაიწყება და მასზე დასწრებისა და გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

Bavaria-ს რიგით მეოთხე ფესტივალი კი თელავში, 22 ივლისს გაიმართება.
 

"ბორჯომი" -  აქტიური ზაფხულის გემო

"ბორჯომი" - აქტიური ზაფხულის გემო

13 ივლისი, 2018

ზაფხული გრძელი დღეების, თბილი ღამეების, ახალი აღმოჩენებისა და გულწრფელი ემოციების პერიოდია. ზაფხულში  უფლება გვაქვს უკან მოვიტოვოთ ყველა საზრუნავი, თავით გადავეშვათ აქტიური დასვენების სამყაროში და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება...