ნინო ჩხობაძე: სვანეთში სტიქია "ნენსკრაჰესის" მშენებლობას არ გამოუწვევია

ნინო ჩხობაძე: სვანეთში სტიქია "ნენსკრაჰესის" მშენებლობას არ გამოუწვევია

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, სვანეთში მომხდარი სტიქია „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას არ გამოუწვევია. 

მისი თქმით, ნებისმიერი მშენებლობა გარკვეული რისკის შემცველია და გარემოზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს, თუმცა, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა იმ ფაზაში არ იყო, რომ იქ დატბორვა დაწყებულიყო.

„ნენსკრაჰესს“ არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა სტიქიაზე და ის გამოეწვია, მაგრამ თავად ნენსკრას განმახორციელებელ კომპანიას მიეცა საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია და არაერთხელ, რომ მათი გეოლოგია ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ზემოთ, ხეობაში, არის საკმაოდ სერიოზული მეწყრული პროცესები. ახლა უკვე მომხდარ სტიქიაზე, თავიდან არის მთელი გეოლოგია გასაკეთებელი, თავიდან არის რისკების შეფასება გასაკეთებელი. დასასმელია საკითხი, რა ჯობს – ავაშენოთ და ვიყოთ რისკის ქვეშ, თავად სადგური იყოს რისკის ქვეშ, თუ არ ავაშენოთ და სხვა ზომებს მივმართოთ, რომელიც არანაკლებად ძვირი იქნება.

იქ თაღოვანი შენდებოდა, ღმერთმა დაგვიფარა, რომ თაღოვანი ჯერ კიდევ აშენებული არ იყო, წყალი დაგროვებული არ იყო. თორემ ის ძალიან დიდი მასა მეწყერისა, თუ იქ მართლა მოწყვეტილია, ეს ყველაფერი ჩავიდოდა ამ დაგროვილ წყალში და გამოიწვევდა ან დამბის მთლიანად რღვევას, ან თუ სხვა ტიპის გადაწყვეტა იქნებოდა და იქნებოდა უფრო გრავიტაციული დამბა, მაგ შემთხვევაში, შეიძლებოდა გამოეწვია ის, რაც თავის დროზე გამოწვეული იყო ჟინვალში – წყალი გადმოვიდა ზემოდან და გამოიწვია სერიოზული დატბორვა.

ვერავინ გააკეთებს იმის პროგნოზს, უკეთესი იქნებოდა მდგომარეობა, თუ უარესი, ფაქტი ერთია, რომ დღეს ნენსკრას არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია ამ სტიქიაზე, ფაქტი მეორეა, რომ დღეს ნენსკრას უკვე სჭირდება თავიდან გადათვლა და მთელი პროექტის დიზაინის შეცვლა“- განაცხადა ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად, ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც ღვარცოფული პროცესების განვითარება გამოიწვია.

სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

16 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...