ტიმ ჰარნი: QNET - გლობალური სავაჭრო ქსელია და მას ფინანსურ მაქინაციებთან არანაირი შეხება არ აქვს

ტიმ ჰარნი: QNET - გლობალური სავაჭრო ქსელია და მას ფინანსურ მაქინაციებთან არანაირი შეხება არ აქვს

სინამდვილეში ძალიან ადვილია გაერკვეთ ფინანსურ პირამიდასთან გაქვთ შეხება თუ ლეგალურ ბიზნესთან. რამდენიმე მახასიათებელია, რომელიც თქვენ ვითარებაში გაგარკვევთ და თაღლითებისგან დაგიცავთ. QNET-ის დირექტორი იურიდიულ საკითხებში ტიმ ჰარნი ჟურნალისტებთან საუბრისას ამ თემასაც შეეხო. მისი თქმით:

"ფინანსური პირამიდის დროს თქვენ დებთ ფულს სანაცვლოდ არაფერს იღებთ, ჩვენთან კი შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია. შესაბამისად, იხდით კონკრეტულ და ექსკლუზიურ პროდუქციაში თანხას და ყიდვაც მხოლოდ ონლაინის მეშვეობით შეგიძლიათ. არანაირი პირამიდა ეს არ არის. მაღაზიის მაგივრად პროდუქტს ონლაინით ყიდულობთ. გარდა ამისა, პირამიდამ ყველაზე დიდი ერთი წელი გაძლოს, შემდეგ ის იშლება, ჩვენ QNET კი მსოფლიო ბაზარზე უკვე 20 წელია რაც ოპერირებს, საქართველოში კი ეს ბიზნესი მეოთხე წელია ვითარდება." - ამბობს, ტიმ ჰარნი.

ოპერაციების უფროსი დსთ-ს სივრცეში ბატირ კომურზოევის განმარტებით, კი QNET თანამედროვე მარკეტის ბრენდია და ის თავის რეპუტაციას ძალიან უფრთხილდება. „ჩვენ გვაქვს შესაბამისი სამსახური, რომელიც მუდმივად ახდენს ქსელის მონიტორინგს, გაუგებრობის შემთხვევაში სწავლობს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას, თუკი ასეთი რამე დაფიქსირდა, და რეაგირებს მასზე."

ასე რომ, QNET ეს ლეგალური ბიზნესია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას სრულად იცავს და მოქმედებს მის შესაბამისად. ნებისმიერი შეკითხვის ან გაუგებრობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია პირადად მიმართოს კომპანიას, მისწეროს მას და მოსთხოვოს პასუხი ან განმარტება. თუმცა, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჯერ საქართველოდან მათთვის კონკრეტული ქეისით არავის მიუმართავს.

QNET უკვე 20 წელია მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს და ის მუდმივად ვითარდება, საქართველოში ოთხი წელია რაც შემოვიდა. QNET-ის ბიზნესი დაფუძნებულია ონლაინ ვაჭრობის პრინციპზე და საშუალებას გვაძლევს ჩვენ შევთავაზოთ ჩვენი პროდუქცია და უსაზღვრო შესაძლებლობები მომხმარებლებსა და დაინტერესებულ დისტრიბუტორებს მთელს მსოფლიოში. QNET არის ერთ-ერთი პიონერი კომპანია, რომელმაც დანერგა ონლაინ ვაჭრობის სისტემა პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში.

QNET  მაღალი ხარისხისა და ცხოვრების გასაუმჯობესებელი პროდუქტების პორტფოლიო იქმნება ექსკლუზიურად სხვადასხვა საერთაშორისო მწარმოებლების მიერ. მის ქსელში არსებული პროდუქტი იყოფა 7 სხვადასხვა კატეგორიად ყოველდღიური მოხმარების ნივთებით დაწყებული და უმაღლესი ხარისხის ფუფუნების საგნებით დასრულებული.

საქართველოში QNET ბიზნესში 20 000-მდე ადამიანია ჩაბმული. QNET-ის პროდუქტებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვეიცარიის ინსტიტუტის ონლაინ სწავლების  კურსებია. იგი არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მოქნილ ბიზნესს კურსებს სთავაზობს. კურსის გავლის შემდეგ ყველა სტუდენტი იღებს შვეიცარიის უნივერსიტეტის სერთიფიკატს.

"QNET-ის პროდუქციასთან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტად, ჩვენ გადავწყვიტეთ თბილისში მიმდინარე წლის აგვისტოში ჩავატაროთ პროდუქციის ექსპოზიცია. ყველას, ვინც დაინტერესებულია QNET-ის პროდუქციითა თუ ბიზნეს შესაძლებლობებით, შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს რეალობა და დარწმუნდეს ჩვენს კეთილსინდისიერებაში." - განაცხადა ბატირ კომუზაროვმა.

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

13 ივლისი, 2018

"ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი...