კომპანია "ნენსკრა ჰიდრო" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ნენსკრა ჰიდრო" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს "ნენსკრა ჰიდრო" მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია ნენსკრა ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით. შესაბამისად შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ მომენტისთვის სს "ნენსკრა ჰიდროს" თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას.

სს "ნენსკრა ჰიდრო" კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს "საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge." - ნათქვამია განცხადებაში.

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

10 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...