გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული 7 ინიციატივა უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის

გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული 7 ინიციატივა უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის

4 ივნისს, კიევში, პრეზიდენტმა პოროშენკომ, უკრაინის ეკონოიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცა. დოკუმენტი "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ექსპერტებმა შეიმუშვეს. ფონდის დამფუძნებელის, გიორგი ვაშაძის თქმით,  მოდერნიზაციის აქტი 7 ძირითად პუნქტს გულისმობს. გთავაზობთ პუნქტების ჩამონათვალს.

ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი 2019:

1. "ვალუტისა და სავალუტო ოპერაციების შესახებ"  უკრაინის კანონის  ფარგლებში მოხდება სავალუტო რეგულირების შემდგომი ლიბერალიზაცია;

2. სავალუტო ლიბერალიზაციის, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით,  2019 წლიდან მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება ბიზნესიდან "გატანილ" კაპიტალზე  გადასახადით. გადასახადებს  დაექვემდებარება მხოლოდ ბიზნესიდან „გატანილი“  აქტივები, ბიზნესში რეინვესტიებული ფინანსები არ დაიბეგრება. "გატანილ" კაპიტალზე საგადასახადო შემოსავლის შემოღების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება 2019 წლის დაბალანსებული ბიუჯეტით;

3. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს  უკრაინის კანონის "კონცესიების  შესახებ"  მიღება, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას. კანონი გაამყარებს კონკურენტულ მიდგომას კერძო პარტნიორის  შერჩევისას, დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობით მიმდინარე პროექტების სტაბილურობასა და განგრძობადობას.

4. "გაკოტრების შესახებ" უკრაინის ახალი კანონის მიღება, რომელიც  საშუალებას იძლევა  გაკოტრების პროცედურა განხორციელდეს ისე, რომ  ერთი მხრივ,  უზრუნველყოფილი იქნება კრედიტორების უფლებათა საიმედო დაცვა და მათი მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, მეორე მხრივ კი,  მოვალეს  მიეცემა საკუთარი ბიზნესის გადარჩენისა და დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა.

5. 2019 წლამდე, მომზადდება  და მიღებული იქნება კანონპროექტი - სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირების ადმინისტრაციული და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, შემოწმების  უკანონო აქტების  შედგენისთვის. მსგავსი პასუხისმგებლობა დადგება მაშინ, როდესაც  ადგილი აქვს სასამართლოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების ან ჯარიმების დაკისრების გაუქმებას.

6. საკანონმდებლო დონეზე ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის  დაფუძნება, როგორც შუამავალი რგოლისა, რომელიც  ეხმარება მეწარმეებს  სამეწარმეო საქმიანობაში და იცავს მათ უფლებებს აწარმოონ სამეწარმეო საქმიანობა.

7. ეკონომიკური დანაშაულებების გამოძიების მიზნით, ერთიანი ანალიტიკური ორგანოს ჩამოყალიბება, რომლის იურისდიქციაში მოექცევა  ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებული ყველა საქმე.  ამ სტრუქტურის საქმიანობის დაწყების შემდეგ,  შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და  სხვა ძალოვანი სტრუქტურები აღარ ჩაერევიან ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების პროცესში.  სტრუქტურა ფუძნდება როგორც ანალიტიკური ორგანო და არ ექნება ძალისმიერი  უფლებამოსილება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

11 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...