გარემოს ეროვნული სააგენტო: ჰაერის დაბინძურება არა საწვავის ხარისხის, არამედ წვის გაუმართავი სისტემის ბრალია

გარემოს ეროვნული სააგენტო: ჰაერის დაბინძურება არა საწვავის ხარისხის, არამედ წვის გაუმართავი სისტემის ბრალია

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის სხვადასხვა უბანში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს ამოწმებს. ბოლო გამოკვლევით დადგინდა, რომ თამარ მეფის გამზირზე ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა 1,3-ით აჭარბებს დადგენილ ნორმას. სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვი და მშენებლობების შედეგად გამოფქრვეული მტვერია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, აზოტის დიოქსიდი, რომელიც ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია, წვის შედეგად გამოიყოფა.

"ეს შედეგი, ჩვენი ავტოპარკის ტექნიკური გაუმართაობისა და ასაკის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ლოგიკურია. მთავარი პრობლემა არა საწვავის ხარისხი, არამედ ავტომობილის წვის გაუმართავი სისტემაა. რაც უფრო სრულყოფილად და გამართულად ხდება წვა, მით ნაკლებია დამაბინძურებლის გაფრქვევაც," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

13 ივლისი, 2018

"ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი...