პრეზიდენტმა პოროშეკომ, ვაშაძის გუნდის მიერ შემუშვებული ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცა

პრეზიდენტმა პოროშეკომ, ვაშაძის გუნდის მიერ შემუშვებული ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცა

უკრაინაში დღეს,  ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დაამტკიცეს. დოკუმენტი, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ესპერტებმა შეიმუშავეს, 7 მთავარი პუნქტისგან შედგება. ფონდის დამფუძნებელი და პროექტის ავტორი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  აღნიშნულ პრიორიტეტულ ინიციატივებზე მუშაობა 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

"ეკონომიკური მოდერნიზაციის  დოკუმენტი, რომელიც შევიმუშვეთ, არის რევოლუციური გარღვევა უკრაინის ეკონომიკის განვითარებისთვის.  განვითარების 7 პუნქტი, რომელსაც მოდერნიზაციის აქტი მოიცავს, სრულიად გარდაქმნის და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას და უკრაინელ ხალხს.

25 წლის მანძილზე იქმნებოდა  უკრაინაში, ეკონომიკური კონცლაგერი. ამან, ჩამაოაყალიბა ოლიგარქიული სისტემა, სადაც რეგულაციების გავლა მხოლოდ ერთეულებს  შეეძლოთ. ამ აქტით კი ჩვენ ვქმნით თავისუფალი გავნითარების შესაძლებლობას ბიზნესისთვის და თვითრეალიზების შესაძლებლობას უკრაინელი ხალხისთვის. ამ აქტით, უკრაინა სერიოზულად გააძლიერებს  კორუფციასთან ბრძოლას". - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკრაინის ეკონომიკური მოდერნიზაციის აქტი დღეს დაამტკიცეს.  ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უკრაინის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, უკრაინის რადამ, რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა კანონპროქტი ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა“ შეიმუშვა.

აშშ-ის საბაჟო გადასახადების საპასუხოდ, ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე 5% და 10%-იანი ტარიფები დააწესა

აშშ-ის საბაჟო გადასახადების საპასუხოდ, ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე 5% და 10%-იანი ტარიფები დააწესა

30 წუთის წინ

ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 24 სექტემბრიდან, აშშ-დან ქვეყანაში შესული საქონლის 5% და 10%-ზე 60 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საბაჟო გადასახადი დააწესოს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო...