სემეკმა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართა

სემეკმა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიით საიმედო მომარაგებაზე სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე იმსჯელეს ქ. ბათუმისა და ორხევი-ვაზიანი-სართიჭალის კვანძში  ელექტროენერგიით საიმედო მომარაგებისა და თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრეების დეფიციტის აღმოფხვრის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შპს "ენერგო-პრო ჯორჯიას" და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, შეიქმნება  სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეუმუშავებენ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქ. ბათუმისა და ორხევი-ვაზიანი-სართიჭალის ზონის  ელექტრომომარაგებასა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საკითხებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...