ავტომობილის გამონაბოლქვი და მტვერი - წერეთლის გამზირზე ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

ავტომობილის გამონაბოლქვი და მტვერი - წერეთლის გამზირზე ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

არაერთი კვლევის თანახმად, თბილისში ჰაერის ხარისხის მაკონტროლებელ სადგურებს შორის ყველაზე სერიოზული დაბინძურება წერეთლის გამზირზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ უბანში ყველაზე დიდი რაოდენობით რესპორატორული დაავადებები გამოვლინდა.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიზეზი, პირველ რიგში, მოუწესრიგებელი მშენებლობებია, თუმცა, ამ ტერიტორიაზე პრობლემა მწვანე საფარის არარსებობაცაა. პარალელურად, წერეთლის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები მუდმივადაა გადატვირთული ავტოტრანსპორტით, რაც იწვევს გამონაბოლქვის ჰაერში გაფრქვევას.

"პრობლემური დამაბინძურებელი მყარ ნაწილაკებთან ერთად აზოტის ჟანგეულებია, რომელიც წვის პროდუქტია და ძირითადად, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შედეგად გაიფრქვევა. რაც უფრო მოძველებულია წვის ტექნიკა და ავტოპარკი, ასევე ტექნიკურად გაუმართავია ავტომობილი, მით მეტია ამ დამაბინძურებლის გამონაბოლქვიც," - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...