თამთა შამათავა, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის უფროსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

თამთა შამათავა, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის უფროსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

"ახალი საქართველოს" გარემოს დაცვითი მიმართულების ხელმძღვანელი, თამთა შამათავა, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ თბილისში ჰაერი კლავს, თუმცა, გაგიკვირდებათ და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახური ქალაქში ჰაერის მდგომარეობით კმაყოფილია. სამსახურის ხელმძღვანელს, მარინა არაბიძეს, არგუმენტად თამარ მეფის გამზირზე ჩატარებული ბოლო მონიტორინგის შედეგები მოყავს, სადაც მისივე თქმით თითქმის ყველა პარამეტრი ნორმაშია, რასაც არდადეგებსა და ავტომობილების შემცირებას უკავშირებს.

თავის დამშვიდება იმით, რომ თურმე ზაფხულია და მანქანების რაოდენობა შემცირდა, რითაც ჰაერის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უხერხულია. ან მიზანმიმართულად გვაყრიან თვალებში ნაცარს ან ავიწყდებათ, რომ ზაფხულის მერე შემოდგომა მოდის და ავტომობილები ისევ დაუბრუნდებიან ქალაქს. ასევე, პარადოქსია, რომ მონიტორინგის სამსახური მეთოდოლოგიას უწუნებს მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების კვლევებს, რომლის თანახმადაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებს.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, ეს კვლევა ძველია და ახლა, თბილისში სულ სხვა რეალობაა. ფაქტობრივად, მთავრობა გვეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა და ის რაც ხდება ჰაერის დაბინძურების კუთხით, ჩვენ, დედაქალაქში მაცხოვრებლებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, უბრალოდ გვეჩვენება.

ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლების ნათელი მაგალითი. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურიც კი აღიარებს, რომ ერთადერთი პარამეტრი, რაც აღემატება დასაშვებ ზღვარს. არის აზოტის დიოქსიდი. აზოტის დიოქსიდს განსაკუთრებით გამოყოფს დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. ამ ფონზე, ქალაქის მერს, კახა კალაძეს ზარ-ზეიმით შემოყავს დიზელზე მომუშავე 90 ავტობუსი.

ანუ, გამოდის, მილიონებს ვყრით იმისთვის, რომ უფრო ,,კარგად“ დავავადდეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ პრობლემის აღიარების და მის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, უწყებებს, ვისაც ხელეწიფება ამაზე მუშაობა სირაქლემის პოზიცია აქვთ მორგებული," - განაცხადა თამთა შამათავამ.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

13 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...