2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა

2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე" (Global Inclusion Awards) რეგიონალური "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში დასახელებული იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო.

"ქვეყნის ჯილდოს" ნომინაციაში საქართველოს წარდგენა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წელს მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმულმა არაერთმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა და განხორციელებულმა პროექტმა. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზეც" იყო წარდგენილი, თუმცა შარშან გამარჯვება რუმინეთის ეროვნულ ბანკს, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და განათლების სამინისტროს ხვდა წილად.

"ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს მსოფლიოს ქვეყნების იმ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებულ პროგრესსა და ინოვაციურ მიდგომებს იჩენენ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების, ჩართულობისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

შოვი "არტარეა ფესტივალის" ფარგლებში ღონისძიებას - "მუსიკა და პოეზია რაჭაში" უმასპინძლებს

შოვი "არტარეა ფესტივალის" ფარგლებში ღონისძიებას - "მუსიკა და პოეზია რაჭაში" უმასპინძლებს

13 ივლისი, 2018

"არტარეა ფესტივალი" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 14 ივლისს  შოვის ყოფილი პირველი სანატორიუმის ეზოში (ე.წ სტალინის სახლი) გოგი ძოძუაშვილი და რატი ამაღლობელი აუდიტორიის წინაშე ერთობლივი პროექტით - "წრე" წარსდგებიან...