ივნისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 20.7%-ით გაიზარდა

ივნისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 20.7%-ით გაიზარდა

2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 606,792 შეადგინა, ზრდა +14.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 399,989 შეადგინა, რაც 68,550-ით მეტია 2017 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +20.7%).

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის ივნისი) ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+27.5%), აზერბაიჯანიდან (+10%), სომხეთიდან(-5.5%) და თურქეთიდან +(14.7%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +73%, ჩეხეთი +72%, გერმანია +63.6%, საფრანგეთი +44.3%, პოლონეთი +36.7, გაერთიანებული სამეფო +32.5%, იტალია +27.2% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +955.5%, ქუვეითი +395.8%, კორეის რესპუბლიკა +192.8%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +159.3%, ჩინეთი +92.3%, ბელარუსი +56.9%. 2018 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 3,561,961 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,997,448 შეადგინა, ზრდა+16.4%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,933,774 შეადგინა, რაც359,930-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +22.9%) საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის იანვარი-ივნისი) ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.6%),რუსეთიდან +27.9% სომხეთიდან (+3.9%) და თურქეთიდან (+20.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხითგამოირჩნენ: ესტონეთი +108.6%, გაერთიანებული სამეფო +51.5%, ნიდერლანდები +46.8%, ლატვია +45%, გერმანია +44.4%, საფრანგეთი +36.8% და პოლონეთი +30.9%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +168.6%, საუდის არაბეთი +120.6%, ქუვეითი +110.1% და ჩინეთი 85.9%. ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონ დოლარს (ზრდა +26.7%), რაც 116 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.75 მილიარდ (2,751,279,624) დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

22 საათის წინ

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს...