ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა - გრაფიკული ვიდეოს პრეზენტაცია

ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა - გრაფიკული ვიდეოს პრეზენტაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახლებული მეთოდოლოგიით შედგენილი 2017 წლის საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. ღონისძიებაზე 2017 წლის ტურიზმის სტატისტიკის გრაფიკული ვიდეოს პრეზენტაცია მოეწყო. ინოვაციური ვიდეო მარტივად გასაგებად აღწერს ტურიზმის სხვადასხვა სექტორის სტატისტიკას. ვიდეო გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ასი რომ იყოს. განახლებული ტურიზმის სტატისტიკა ახალ, შეცვლილ მეთოდოლოგიას ეფუძნება, რომელიც შემუშავებულია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

ანგარიში მოიცავს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული საერთაშორისო ვიზიტორთა მახასიათებლების კვლევის მონაცემებს. 2017 წლის სტატისტიკური ანგარიში მიმოხილავს ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით განხორცილებულ აქტივობებს. პუბლიკაციაში განხილულია საერთაშორისო ვიზიტების, საერთაშორისო და შიდა ვიზიტორების მახასიათებლების, ეკონომიკური ინდიკატორების, საავიაციო და განთავსების ბაზრებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

18 სექტემბერი, 2018

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს...