პაატა მანჯგალაძე: ივანიშვილი არჩევნების იმიტაციას ახდენს

პაატა მანჯგალაძე: ივანიშვილი არჩევნების იმიტაციას ახდენს

"ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, ასქართველოსი არჩენების სპეციფიკაზე საუბრობს. პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ ხელისულების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პროცესის ისე ორგანიზება, რომ მონაწილეებს შეექმნათ რეალური შეჯიბრის და კონკურენციის ილუზია.

"საქართველოში არჩევნებში წარმატება მიიღწევა არა  რეალური კონკურენციით, აზრებისა და იდეების პროგრამების შეჯიბრით, არამედ დიდი ოდენობით არადეკლარირებული შავი ფულის, ადმინისტრაციული რესურსის და საარჩევნო კამპანიაში ძალოვანი უწყებების ჩართულობით.

გადამწყვეტ როლს საარჩევნო შედეგის დადგომაში ასრულებს საინფორმაციო ველზე  შეტევა და მასში ჩართულია როგორც ქართული, ასევე უცხო ქვეყნის საინფორმაციო პროპაგანდის საშუალებები, რაც ვნახეთ კიდეც 2012 წელს.

არჩევნების მიზნებისთვის ხელისუფლების სტრატეგიის მთავარი ღერძია ერთის მხრივ, ამომრჩევლების "შეშინებ" "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების ჰიპოტეტური საფრთხით,  მეორეს მხრივ, კი პროცესის ისე ორგანიზება, რომ მონაწილეებს შეექმნათ რეალური შეჯიბრის და კონკურენციის ილუზია. ანუ, ივანიშვილი არჩევნების იმიტაციას ახდენს.

მაშინ, როცა,  ფინანსური, ადამიანური და საინფორმაციო რესურსების თვალსაზრისით, დისბალანსი აშკარაა და პირდაპირ აისახება  ბოლო 4 არჩევნების შედეგებზე.  უცდომელად იძლევა, როგორც უბნებისა და ოქლების დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგების წინასწარი პროგნოზირების შესაძლებლობას, რაც ”ახალი საქართველოს“ კვლევებიტაც დადასტურდა.

ამ განცხადების მიზანი არ არის საზოგადოებაში  ნიჰილიზმისა და არჩევნების  მიმართ ნდობის დაკარგვა. ჩემი მიზანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, თუ  რა მასშტაბის მატარებელ - მტრულ ძალასთან უწევს ბძოლა. წარმატების მიღწევა მხოლოდ  ძალების მაქსიმალური კონსოლიდირებითა და  მიზანდასახული, გააზრებული საინფორმაციო  კამპანიითაა შესაძლებელი, რადგან მოქალაქის არჩევანი დიდწილად დამოკიდებულია ინფორმაციაზე, რომელსაც ის ყოველდღიურად იღებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტ უარყოფით ინფორმაციას იღებს ადამიანი X  კანდიდატის შესახებ, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ამომრჩეველი სწორედ ამ  X კანდიდატის სასარგებლოდ მისცემს ხმას”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...