ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა

26-30 ივნისს თბილისში, სპორტკომპლექსში "ახალი თბილისი", გაიმართა 2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპი, რომელმაც გამარჯვებული  სკოლები, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობას იღებდა 2002-2003-2004 წლებში დაბადებული 156 მოსწავლე (გოგონები, ვაჟები) მთელი საქართველოდან.

გამარჯვებულები სპორტის 7 სახებაში: ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, გეზმრბენში და მინიფეხბურთში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელები ავტომატურად ხდებიან 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.

სპორტული ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს მონაწილეობას  1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებდა.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია. გენერალური სპონოსრი ვითიბი ბანკია.

შოვი "არტარეა ფესტივალის" ფარგლებში ღონისძიებას - "მუსიკა და პოეზია რაჭაში" უმასპინძლებს

შოვი "არტარეა ფესტივალის" ფარგლებში ღონისძიებას - "მუსიკა და პოეზია რაჭაში" უმასპინძლებს

13 ივლისი, 2018

"არტარეა ფესტივალი" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 14 ივლისს  შოვის ყოფილი პირველი სანატორიუმის ეზოში (ე.წ სტალინის სახლი) გოგი ძოძუაშვილი და რატი ამაღლობელი აუდიტორიის წინაშე ერთობლივი პროექტით - "წრე" წარსდგებიან...