საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air  რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 16:30 წუთზე დაეშვება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.

"დღეიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 1 აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „TAROM”  შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით", - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

1 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...