ნანა ტოხვაძე: მივიღეთ გაუგებარი სტრუქტურა გრძელი სათაურითა და მოკლე შედეგებით

ნანა ტოხვაძე: მივიღეთ გაუგებარი სტრუქტურა გრძელი სათაურითა და მოკლე შედეგებით

პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე სამინისტროების გაერთიანებას ეხმაურება:

"ახალი პრემიერ მინისტრის, ბ-ნი მამუკა ბახტაძის პირველივე განცხადებას, რომ მისი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს განათლების ფუნდამენტური რეფორმირება წარმოადგენდა, უხალისოდ და ეჭვის თვალით შეჰყურებდა საზოგადოების ნაწილი, რომლებსაც სკეპტიკოსების იარლიყი არ ასცდათ. მაგრამ, სწრაფადვე გაქარწყლდა იმედების მქონეთა მოლოდინები, რადგან სწორედ პრიორიტეტულ სფეროს და მიმართულებას მოუწია გამსხვილება იქამდე, რომ მივიღეთ გაუგებარი სტრუქტურა გრძელი სათაურითა და მოკლე შედეგებით - განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 

ამ პირობებში, მმართველმა გუნდმა, პოსტ ფაქტუმ დაიწყო გაანალიზება, რომ განსაკუთრებით პრობლემური იქნებოდა: 1) მრავალფუნქციური სტრუქტურის სისტემური გამართვა და ფუნქციონირება. 2) ყველა ზემოთჩამოთვლილ სფეროში გამოცდილებისა თუ მართვის მეტნაკლებად კარგი უნარების მქონე ხელმძღვანელის აღმოჩენა. შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტების მეორე ეტაპიც გახანგრძლივდა და დამატებითი კონსულტაციების საჭიროება დადგა. ხოლო, როგორც მოსალოდნელი იყო, სისტემურ-ფუნდამენტურმა რეფორმებმა უვადოდ გადაინაცვლა და ახალი პრემიერის განცხადებად და საზოგადოების მორიგ, "შეუსრულებელ ოცნებად" დარჩა.

თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც სხვა მიმართულებითაა. განათლების პოლიტიკის სისტემური არათანმიმდევრულობა, პოლიტიზირებული და ცენტრალიზებული გარემო კვლავ მანკიერ პრაქტიკად რჩება. ამდენად, სისტემური ხედვისა და სტრატეგიის დეფიციტი კიდევ უფრო გამოიკვეთება სამინისტროების გაუაზრებელი შემოერთება-გაერთიანების პირობებში, რაც მმართველი გუნდის პოლიტიკური გემოვნებისა და გაუაზრებელი ახირების პრაქტიკაში გადატანის მცდელობა", - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

12 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...