ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა

დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა. პირველი რეისი დილის 7:15 წუთზე შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია "GR ბორჯომი - ბაკურიანი" რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. დღეს, კუკუშკით ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს.

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში

9 საათის წინ

საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, აშშ-ის ბიზნესწრეების...