საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 1.1 მილიარდი დოლარით გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 1.1 მილიარდი დოლარით გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.9 მლრდ აშშ დოლარი (-57.6 მლრდ ლარი) შეადგინა რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -152.3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.

2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.3 მლრდ აშშ დოლარია (22.5 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 15.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.2 მლრდ აშშ დოლარი (80.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.1 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

12 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...