I კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 428.0 მილიონი დოლარი შეადგინა

I კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 428.0 მილიონი დოლარი შეადგინა

2018 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 428.0 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი, პირველი კვარტალის მშპ-ს 11.6 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის პირველ კვარტალში წლიურად 18.9 პროცენტით გაიზარდა და 971.0 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. პირველ კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 26.5 პროცენტით ხოლო იმპორტი 22.6 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2018 წლის პირველ კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 19.8 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 21.7 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 29.4 პროცენტით გაიზარდა და პირველ კვარტალში 550.8 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.3 პროცენტით გაიზარდა  და 2018 წლის პირველ კვარტალში 371.5 მლნ აშშ დოლარი (923.3 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო  სამთავრობო  - შემცირებული.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, პირველ  კვარტალში 177.9 მლნ აშშ დოლარი (422.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.8 პროცენტია. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო, მშენებლობის და ტრანსპორტის,  სექტორებში განხორციელდა.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

10 საათის წინ

პარლამენტში ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშის აუდიტის ჩატარების მიზნით დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე...