წააგო თუ არა გიორგი სალაყაიამ კაზინოში ბადაგონის კუთვნილი 1 მილიონი ლარი?!

წააგო თუ არა გიორგი სალაყაიამ კაზინოში ბადაგონის კუთვნილი 1 მილიონი ლარი?!

2003 წლის სესხის ხელშეკრულებით და შეთანხმების საფუძველზე "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედმა" "ბადაგონს" მთლიანად ასესხა 13 640 684 დოლარი და ასევე დააკისრა 62 000 ევრო. წლიური პროცენტი იყო 9% რომელსაც ხარჯებში ატარებდა სალაყაია, მაგრამ რეალურად არ იხდიდა გრაკოროში, მხოლოდ 2015 წელს აქვს 1 200 000 დოლარი გადახდილი.

ა) გიორგი სალაყაიამ გრაკორო ტრეიდ ლიმიტედისგან 2013 წლის 25 ივლისს საწარმოს 40% შეიძინა 10 000 დოლარად.

ბ) 2015 წლის 6 იანვარს 5000 $ იყიდა 10%

გ) 21 დღეში კი 2015 წლის 27 იანვარს 25 000 დოლარად შეისყიდა დარჩენილი 50%

2012 წლიდან 2014 წლამდე "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" მიერ "ბადაგონის" საწესდებო კაპიტალში შეტანილმა თანხამ შეადგინა 24 309 669, 2012 წლამდე ღვინის კომპანიის საწესდებო კაპიტალი 4000 ლარი იყო.

ა) 2011 წლის 31 დეკემბერს "ბადაგონის" დამფუძნებელმა კომპანიამ "გრაკორო ტრეიდ ლიმიტედმა" გადაწყვიტა რომ მანამდე ბადაგონისთვის მიერ სესხად მიცემული 13 640 684 დოლარი შეეტანა "ბადაგონის" საწესდებო კაპიტალში" (აქ არ შედიოდა ამ ვალის ძირზე დარიცხული პროცენტი რომელიც რეალურად ვალად დარჩა) ეს გარიგება ბადაგონსა და გრაკოროს შორის გაფორმდა შეთანხმებით.

ბ) 2013 წლის მაისში გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედმა კიდევ გაზარდა ბადაგონის საწესდებო კაპიტალი და შეიტანა ანგარიშზე 459 441 დოლარი, კერძოდ თანხა დაირიცხა 4 მაისს ანგარიშზე და ზემოთ ნათქვამს გავიხსენებთ ზუსტად 2 თვესა და 21 დღეში, იმავე წლის 25 ივლისს სალაყაიამ 10 000 დოლარად შეიძინა ბადაგონის 40 %, რაც თავისთავად აზრს მოკლებულია.

გ) გრაკორო ტრეიდ ლიმიტედმა 2014 წელს ბადაგონში დამატებით 358 500 დოლარი ჩარიცხა 25 სექტემბერს, ხოლო ისევ ზემოთ ნათქვამს თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, ოთხ თვეში სალაყაიამ როგორც თვითონ ამბობს უკვე 2015 წლის 27 იანვარს შეიძინა დარჩენილი წილი 30 000 დოლარად.

ამ ქრონოლოგიაში ყველაზე საინტერესი გახლავთ შემდეგი: გრაკორომ რომელმაც გადაწყვიტა 13 მილიონ 600 ათას დოლარზე მეტი შეეტენა ბადაგონის საწესდებო კაპიტალში უცებ რატომ გადაწყვიტა წილის 40 % ის 10 000 დოლარად გაყიდვა?!! მითუმეტეს რომ გაყიდვამდე ანუ 25 ივლისამდე ორი კვირით ადრე დამატებით 459 441 დოლარი გრაკორომ კიდევ დაამატა ბადაგონის კაპიტალში.

გიორგი სალაყაია აცხადებს რომ 2015 წლის იანვარში ბადაგონის მიერ გრაკოროსთვის გადარიცხული 1 მილიონი დოლარი, ხოლო მოგვიანებით კიდევ 200 000 დოლარი რეალურად გახლდათ წილის შეძენის საფასური-მართალია ჩვენი წყაროს ინფორმაციით საბანკო ოპერაციის დანიშნულებაში წერია რომ ეს არის“სესხის დაფარვა, მაგრამ სალაყაიას აქ პირად საუბრებში არგუმენტად მოჰყავს ის რომ ჯანჯღავა შესაძლებელია ამ საბანკო ოპერაციის გამო დაბეგრილიყო, რაც აპრიორი სიცრუეა რადგან ჯერ ერთი, გრაკორო ოფშორული კომპანიაა და არ იბეგრებოდა, ხოლო მეორე დოკუმენტურად დადასტურებულია ის რომ ბადაგონს რეალურად ჰქონდა გრაკოროს ვალი, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დაბეგვრას გამორიცხავს. თავად სალაყაია კი ვალის წარმოშობის დღიდან დავალიანების გასტუმრებას ხარჯებად ქვითავდა ხოლო სინამდვილეში მას ეს თანხები არასდროს გაუსტუმრებია.

კონფიდენციალური პირის განცხადებით ირკვევა რომ შემოსავლების სამსახურში ბადაგონის მიერ გადაცემული დოკუმენტებით ღვინის კომპანია 2011 - 2013 წლებში მოგებაზე გავიდა, 2014 წელს კი კომპანია დეკლარაციის მიხედვით 1 მილიონ 847 230 ლარის ზარალს აჩვენებს! გარდა ამისა საინტერესოა შემდეგი მონაცემი: 2017 წლის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების დასკვნის მიხედვით დადგინდა რომ ბადაგონმა 2014 წელს დამალა შემოსავალი 22 მილიონ 414 797 ლარი და ასევე დამალა ხარჯი 19 მილიონ 032 371 ლარი, რითიც მოახდინა ნედლეულის და მასალების შეძენა. საგადასახადო შემოწმებამ აქტში ეს ყველაფერი დააფიქსირა და ასევე ისიც აღნიშნა რომ კომპანიის მიერ მითითებულ 1 მილიონ 847 230 ლარიან ზარალთან ერთად ბადაგონმა 1 მილიონ 535 196 ლარის მოგებაც ნახა-სალაყაიას საგადასახოს ეს დასკვნა არ გაუსაჩივრებია. ბადაგონის წყაროს ინფორმაციით 2014 წელს კომპანიას უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორებისგან მიწოდებული საქონლის ღირებულება 21 მილიონ 110 761 ლარი აქვს გადმორიცხული, ხოლო უკვე 2013 წლის ბოლოსთვის სხვა შესყიდველების დავალიანება ბადაგონის მიმართ შეადგენდა 4 886 950 ლარს.

არსებული ინფორმაციის თანახმად შემდეგი გარემოება იკვეთება -2013 25 ივლისის მდგომარეობით, მაშინ როდესაც სალაყაია ბადაგონში 40% მესაკუთრე იყო თიბისი ბანკის მიმართ დავალიანება შეადგენდა 1 7 64 063 დოლარს, ხოლო უკვე 2015 წლის 1 თებერვლიდან, რა დროსაც სალაყაიას ბადაგონის 100ივე % გადაფორმებული ჰქონდა თიბისი ბანკის მიმართ დავალიანება 8 547 851 დოლარს შეადგენდა. წყაროს ინფორმაციით ამ თანხიდან ნაწილით აქვს გასტუმრებული გრაკოროს დავალიანების პროცენტი 1 200 000 დოლარი, სწორედ ამ თანხაზე ამბობს სალაყაია რომ წილი გამოისყიდა რაც ლოგიკას მოკლებულია რადგან გამოდის რომ ბადაგონმა ბადაგონში სალაყაიას წილი, ბადაგონისვე ფულით უყიდა. თანხის ნაწილით თიბისის წინა დავალიანება აქვს გადაფარული ხოლო ნაწილი დახარჯულია ნედლეულის და სხვა მასალების შესყიდვაში რაც ასევე კომპანიის აქტივად ითვლება, ამ გარემოებიდან დამატებით დასტურდება რომ სალაყაიას არასდროს არც ერთი დოლარი არ საკუთარი ფული არ შეუტანია კომპანიის კაპიტალში.

გავიხსენოთ ბადაგონის მიერ 2014 წელს დამალული 22 მილიონ 414 797 ლარის შემოსავლის დამალვის ამბავი, რაც სავარაუდოდ სალაყაიამ იმიტომ გააკეთა რომ ვითომ და ბადაგონის გაკოტრებაში დაეერწმუნებინა დამფუძნებელი კომპანია გრაკორო და ვლადიმერ ჯანჯღავა, აგზავნიდა ყოველწლიურად ფინანსურ ბალანსს რომელსაც აყალბებდა-სწორედ ამიტომ არ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დასკვნა რომელმაც მოგებაც კი დაუდგინა ვითომ ზარალიან 2014 წელს- 1 535 196 ლარის ოდენობით და ამასთან ერთად როგორც ბადაგონის ინსაიდერი გვამცნობს 2015 წლის იანვრისთვის ბადაგონს საბუღალტრო უწყისების მიხედვით 9 მილიონი ლარი უჩანდა თავისუფალ თანხად, რაც ადასტურებს იმას რომ სალაყაიას სესხის აღების გარეშე შეეძლო ჯანჯღავას ვალის პროცენტის დაფარვა.

ინფორმირებული წყაროს განცხადებით 2015 წლის 25 ნოემბერს სალაყიას მიერ რომელიც უკვე 100 % იანი წილის მფლობელი იყო ბადაგონში - კომპანიის საწესდებო კაპიტალი 4 500 000 ლარით შემცირდა-რისი მოტივიც თითქოს გახლდათ ის რომ დამფუძნებელს უკვე გიორგი სალაყაიას უნდა დაბრუნებოდა ეს თანხა ნეტაპობრივად 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ამ ცვლილების მიხედვით ბადაგონის საწესდებო კაპიტალი დარჩა 19 მილიონ 809 668 ლარი, 2017 წლის 1 ნოემბერს კიდევ მცირდება საწესდებო კაპიტალი და სალაყაია ისევ თავის თავს ამ თანხის დაბრუნების გარანტიას აძლევს 2018 წლის 31 დეკემბრამდე-ამ ცვლილების შემდეგ კი საწესდებო კაპიტალმა შეადგილა 18 მილიონ 809 668 ლარი.

ინსიადერის ინფორმაციით აღნიშნული თანხები სალაყაიამ თავად გაიტანა შემდეგი ქრონოლოგიით:

2015 წლის 1 იდან 29 დეკემბრამდე 500 000 ლარი გაიტანა თავად, 2016 წელს ასევე გაიტანა სალაროდან 2 690 000 ლარი, 2017 წელს სალაყაიას სალაროდან გააქვს 1 644 000 ლარი, იგივე პერიოდში ბადაგონის ანგარიშიდან ირიცხავს თავის პირად ანგარიშზე 203 600 ლარს, 2018 წელს ისევ საკუთარ ანგარიშზე ირიცხავს 22 000 ლარს,ჯამში  სალაყაიას საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით ბადაგონიდან გატანილი აქვს 5 მილიონ ლარზე მეტი.

მთავარი შეკითხვა აქ გახლავთ შემდეგი: თუ ბადაგონი როგორც სალაყაია და მისი ადვოკატი აცხადებენ გაკოტრებული იყო რატომ არსებობდა საწარმოში ამდენი ფული ან სად მიჰქონდა ის სალაყაიას-ბადაგონის ინსაიდერის ინფორმაციით გიორგი სალაყაია (რომელიც მუდამ აპელირებს იმაზე მრავალშვილიან მამას როგორ დაუპირისპირდნენ და როგორ უსამართლოდ ართმევდნენ იმას რაც სინამდვილეში არასდროს მას არ ეკუთვნოდა) რომელსაც ჰქონდა პირადი ანგარიში ერთერთ მსხვილ სამორინეში, პერიოდულად მსხვილ თანხებს რიცხავდა კაზინოს ანგარიშზე, რომელსაც აგებდა. ჩვენი ინფორმაციით წაგებული თანხა 900 ათას ლარს სცილდება და თითქმის მილიონია.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

10 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...