HUAWEI-ს ფლაგმანურმა სმარტფონებმა ქართველ მომხმარებელს ფოტოგრაფიით გატაცების სურვილი გაუათმაგა

HUAWEI-ს ფლაგმანურმა სმარტფონებმა ქართველ მომხმარებელს ფოტოგრაფიით გატაცების სურვილი გაუათმაგა

ახალი ერა ინტელექტუალურ ფოტოგრაფიაში -  კომპანია HUAWEI-მ თავისი ფლაგმანური სმარტფონები განაახლა. P სერიის ახალი სმარტფონები P20 და P20 Pro ყველაზე მაღალი პიქსელების რაოდენობითა და განვითარებული, ლეიკასთან შემუშავებული სამმაგი კამერის სისტემით, შესაძლებლობას გვაძლევენ უფრო ლამაზი,  ნათელი, მკვეთრი და დეტალებზე ორიენტირებული ფოტოები გადავიღოთ.

მნიშვნელოვანია, რომ P სერიის ახალი სმარტფონები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ მსოფლიოს გარშემო, არამედ საქართველოშიც. რაც შეეხება ფასს, HUAWEI P20 Pro  2399 ლარი, ხოლო HUAWEI P20 1899 ლარი ღირს.

ახალი სმარტფონების შენელებული ვიდეოს გადაღების რეჟიმი, წამში 960 კადრს აფიქსირებს.  Kirin 970 პროცესორის მქონე უსწრაფესი სმარტფონის P20 Pro-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კი  Android™ 8.1 ვერსიაა, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის უმაღლეს ეფექტურობას, სისწრაფესა და სტაბილურობას. რაც შეეხება დიზაინს, HUAWEI-ს P სერიის უახლესი სმარტფონები გამოირჩევა გარდამავალი ფერების მქონე ზედაპირით, რომელიც სინათლის შუქზე იცვლის ფერს და გადადის სხვადასხვა ტონალობაში. HUAWEI-ს სმარტფონების ახალ  სერიაში გაუმჯობესებულია  დატენვის სისტემაც, რომლის საშუალებითაც თქვენი მობილურის ელემენტის 58%-მდე შევსებისთვის მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ. HUAWEI-ს P სერიის ახალი სმარტფონები, სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტისა და განვითარებული გადაღების სისტემით - ეს არის ახალი ერა მობილურ ფოტოგრაფიაში, რომელიც მომხმარებელს ინოვაციური და ინტელექტუალური კამერის სამყაროს სთავაზობს, სადაც ყველა პროფესიონალი ფოტოგრაფია.

ფაქტია, რომ P სერიის ახალი სმარტფონები  ადამიანებს შემოქმედებითი შთაგონებით აღავსებს და მთელ მსოფლიოში ფოტოგრაფიით გატაცების სურვილს  ამკვიდრებს. HUAWEI P20 Pro თავისი რევოლუციური სამმაგი კამერითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით ტექნოლოგიასა და ხელოვნებაში მოწოდებულია ასახოს სილამაზე და სინათლე.  ყველა სხვა სმარტფონისგან განსხვავებით HUAWEI P20 და HUAWEI  P20 Pro მომხმარებელს აძლევს საშუალებას აღბეჭდოს და  გაუზიაროს მეგობრებს  სამყაროს ბრწყინვალება. უფრო მეტიც, HUAWEI-ს ფლაგმანურმა სმარტფონებმა ქართველ მომხმარებელს ფოტოგრაფიით გატაცების სურვილი  გაუათმაგა.

ასევე მნიშნელოვანია, რომ კომპანია HUAWEI-ს უახლესმა სმარტფონებმა ციფრული კამერების შეფასების მრავალწლიანი   გამოცდილების მქონე პლატფორმის, DXOMARK-ის უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა. DXOMARK-ის მიერ  ინოვაციურ მოწყობილობად აღიარებული HUAWEI P20 Pro 109 ქულით, ხოლო HUAWEI P20 102 ქულით არის შეფასებული.

კომპანია Huawei-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში. 2015 წლის მსოფლიო მონაცემებით, კომპანია სმარტფონების ბაზარზე  მესამე ადგილს იკავებს. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში Huawei-ს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  Huawei Consumer BG არის კომპანიის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  Huawei-ის გლობალური ქსელი ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას ეყრდნობა  და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

HUAWEI P20 Lite - სმარტფონი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე დიზაინს

HUAWEI P20 Lite - სმარტფონი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე დიზაინს

13 ივლისი, 2018

მობილური ტელეფონების ტოპ მწარმოებლები აგრძელებენ პირველობისთვის ბრძოლას და მომხმარებელს ახალ უნიკალურ სმარტფონებს სთავაზობენ, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო თანამედროვე, ინოვაციური და...