თიბისის მხარდაჭერით ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ  საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა

თიბისის მხარდაჭერით ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა

27 ივნისს,ბრიტანეთის საელჩომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ღონისძიებას ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი უძღვებოდა. საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი "GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection" საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა. მასზე  ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ იმუშავა, ხოლო მისი გამოცემა თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.

"GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection" ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას; მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს. წიგნის შეძენა ამჟამად Amazon.com-იდან არის შესაძლებელი, უახლოეს მომავალში ის ქართულ სავაჭრო ქსელებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მიღებას ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჯილიან ევისონი, წიგნის ავტორი ნიკოლოზ ალექსიძე, ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები,სამეცნიერო წრეების წარმოამდგენლები და თიბისის დამფუძნებლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

21 სექტემბერი, 2018

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ  გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. ამის შესახებ ინფორმაციას...