გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის მარეგულირებელთა შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის მარეგულირებელთა შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი - ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი გიორგი ფანგანი ენერგეტიკის მარეგულირებელთა მაღალი დონის შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსა (ECRB) და ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებელების პირველი სამმხრივი სამუშაო შეხვედრა ავსტრიაში, ქ. ვენაში გაიმართა.

გიორგი ფანგანმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და მიმოიხილა ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ (ECRB) ამ მიზნით განხორციელებული სამუშაოები.

ქ. ვენაში გამართული სამმხრივი სამუშაო შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა მომხმარებელთა აქტივობის გაზრდა საცალო ბაზრის გახსნისას. შეხვედრას ესწრებოდნენ ესპანეთის, მალტის, თურქეთის, შვედეთის, საბერძნეთის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის, პორტუგალიის, ავსტრიის, ალჟირის, სერბეთის, მონტენეგროს, ეგვიპტის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, უკრაინისა და მონტენეგროს წარმომადგენლები.

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

13 ივლისი, 2018

"ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი...