საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-Black Sea Arena -ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის  10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ.

მატარებელი (№888-887) თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00:15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

13 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...