IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას ასახავს

IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას ასახავს

მიმდინარე ეკონომიკური გაჯანსაღება შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას  და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად.

განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება არის პოზიტიური, მისიის პირველ შეფასებასთან შედარებით 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.6 პროცენტული პუნქტით  გაუმჯობესდა და 4.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია საშუალოდ უფრო მაღალი 5.2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. დოკუმენტში პოზიტიურია შეფასებები სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებითაც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა შედარებით მაღალი მდგრადობა 2014 წლის საგარეო შოკის მიმართ.   ფონდი ადასტურებს, რომ ეკონომიკის მდგრადობა ასახავს ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ გათვალისწინებულ იქნა ფონდის მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციები და მოხდა ფისკალური დეფიციტის ეფექტიანი მართვა. 2017 წლის ბიუჯეტმა მიმდინარე ხარჯების შემცირების და არაპირდაპირი გადასახადების ზრდის შედეგად შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა. საბანკო სექტორმა შეინარჩუნა სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანწილად ძლიერი პრუდენციული რეგულირების და ზედამხედველობის შედეგია.

სავალუტო ფონდი ხაზგასმით აღინიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრის საჭიროება ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების და განათლების დონის გაუმჯობესების გზით. ფონდი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ადასტურებს, რომ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და განათლებაში საჭიროა სტრუქტურული პრობლემების აღმოსაფხვრელად და პოტენციური ეკონომიკური ზრდის გასაუმჯობესებლად.

სავალუტო ფონდის დასკვნებსა და შეფასებებში აქცენტი გაკეთებულია სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და აღნიშნული რეფორმების პოზიტიურ შედეგებზე.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

9 საათის წინ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...