საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს სრულად იზიარებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს სრულად იზიარებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას,  რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ არის დადასტურებული  სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში, რომელიც ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა.

სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით  მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე - ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა, სახელმწიფო ვალი მცირდება. მნიშვნელოვანი პროგრესია სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისითაც. ამასთან, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია.

სავალუტო ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

9 საათის წინ

მიმდინარე წლის 20-22 სექტემბერს, საქართველო  უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას  უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 21 სექტემბერს, იგეგმება ღონისძიება, რომლის...