Huawei P20 Pro - 2018 წლის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა

Huawei P20 Pro - 2018 წლის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა

2018 წლის პირველი ნახევრისთვის, მობილური ტექნოლოგიების ტოპ მწარმოებლებისგან, უკვე ძალიან ბევრი სმარტფონი ვიხილეთ. მეორე ტალღას შემოდგომისთვის ველოდებით, თუმცა მანამდე წარმოგიდგენთ ფლაგმან სმარტფონს,  კომპანია Huawei-სგან, რომელიც  მსოფლიოში, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა.

ჯერ კიდევ, გაზაფხულზე, 27 მარტს, პარიზში, ჩინურმა მაგნატმა  Huawei-მ თავისი ორი ახალი ფლაგმანი - P20 და P20 Pro წარადგინა, რომლებიც წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ინოვაციურობით გამოირჩევიან. P10 სერიასთან შედარებით, სრულად განახლდა დიზაინი. სმარტფონის  უკანა მხარე ტრენდული შუშისგანაა დამზადებული, გვერდები კი პრიალა ალუმინისგან, რაც სმარტფონს უფრო  პრემიალურს ხდის. ამიტომაც არის, რომ Huawei P20  Pro ევროპის  ტექნოლოგიური მოწყობილობების ასოციაციის (The European Hardware Association) მიერ 2018 წლის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა.

ასოციაცია  მთელ კონტინენტზე აერთიანებს ყველაზე მსხვილ 9 ტექნოლოგიურ გამოცემას, რომლებიც თავის მხრივ აერთიანებენ 22 მლნ. მკითხელს. ბოლო პროდუქტის შეფასებისას,  ევროპის ბაზარზე ტოპ ტექნოლოგიების რედაქტორებიდან 100 - ზე მეტმა, ხმა მისცა ჰუავეი P20 Pro-ს, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. მაღალ კონკურენტულ კატეგორიაში ეს ჰუავეისთვის  უდიდესი მიღწევაა.

მაინც როგორია Huawei-ს ინოვაცია? წინა მხარეს ასევე ტრენდული შემცირებულჩარჩოებიანი ეკრანები გვხვდება, რომლებსაც ზედა მხარეს ეკრანში შეჭრილი მცირე "ნახევარკუნძული" აქვთ. ორივე მუშაობს ინოვაციურ Kirin 970 პროცესორზე, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის ძრავაა ჩაშენებული, რაც აძლიერებს სმარტფონის კამერებს.

კამერა აქ კვლავ Leica-ს მიერ არის შემუშავებული, P20 Pro-ში კი სრულიად ახალი ტექნოლოგიის 40MP სენსორი გვხვდება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მქონე პროცესორი სხვადასხვა საინტერესო ფუნქციონალს სძენს.

P20 Pro-ს უკანა პანელზე სამი მთავარი კამერა გვხვდება 20 მეგაპიქსელიანი მონოქრომული F1.6 დიაფრაგმიანი ლინზებით, 40 მეგაპიქსელიანი RGB  გიგანტური 1/1.7 დიუმის ზომის სენსორით (რაც ბაზარზე არსებულ სმარტფონებს შორის საუკეთესოა), გიგანტური 1 მიკრონის ზომის პიქსელებით (თუმცა ღამის რეჟიმით თქვენ შეგიძლიათ 10 მეგაპიქსელიანი ფოტოს გადაღება 2 მიკრონის ზომის პიქსელებით), სენსორი F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით და 8 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით.

მას ასევე შეუძლია 4K და  სუპერ Slow Motion ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული  და ოპტიკური სტაბილიზაცია, 3X ოპტიკური ზუმი (5X ჰიბრიდული ზუმი) და IR-RGB სენსორი.  რევოლუციური სინათლის  მგრძნობელობის მაქსიმალური მაჩვენებელი  ISO102,400. 24 მეგაპიქსელიანი  წინა კამერა  2.0   დიაფრაგმით სმარტფონის ეკარანი გამოირჩევა სიკაშკაშითა და ფერების რეალური გადმოცემის უნარით. სმარტფონს თითქმის, სრულ სიბნელეშიც შეუძლია ფოტოების გადაღება შტატივისა და დამატებითი განათების გარეშე, ამისთვის საკმარისია ღამის გადაღების რეჟიმის გააქტიურება. ფოტოს გადაღების შემდეგ  „ხელოვნური ინტელექტი“ ამუშავებს მას და  უცვლის ფერთა გამას, რაც გამოსახულებას უფრო ნათელს და მკაფიოს ხდის.

მნიშვნელოვანია, რომ Huawei-ს  პროდუქცია და მომსახურება ხელმისაწვდომია 170 - ზე მეტ ქვეყანაში და მას უკვე მსოფლიო მოსახლეობის მესამედი იყენებს. მისი ცენტრები განთავსებულია  ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, რუსეთში, ინდოეთში ჩინეთსა და შვედეთში.

"Huawei P20  არის საუკეთესო სმარტფონი იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს მრავალფუნქციურ კამერას. სმარტფონით გადაღებული ფოტოები გამოირჩევა ფერთა სიმკვეთრით,  მაღალი დეტალიზაციითა და ხარისხით. Huawei P 20 და მისი შთამბეჭდავი მაჩვენებლები, კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობაა. სმარტფონი, მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და  ჩვენ ამით ნამდვილად აღფრთოვანებულები და ამაყები ვართ," - განაცხადა კომპანია ჰუავეის მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის, მობილური ტექნოლოგიების განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა, ბრუს ლიმ.

HUAWEI P20 Lite - სმარტფონი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე დიზაინს

HUAWEI P20 Lite - სმარტფონი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე დიზაინს

13 ივლისი, 2018

მობილური ტელეფონების ტოპ მწარმოებლები აგრძელებენ პირველობისთვის ბრძოლას და მომხმარებელს ახალ უნიკალურ სმარტფონებს სთავაზობენ, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო თანამედროვე, ინოვაციური და...