ხარისხი, ინოვაცია და კონკურენტული ფასი - კომპანია HUAWEI-ს წარმატების  გარანტი

ხარისხი, ინოვაცია და კონკურენტული ფასი - კომპანია HUAWEI-ს წარმატების გარანტი

ბოლო წლებია, სმარტფონების ბაზარზე, სულ უფრო, ძლიერდება კონკურენტული გარემო, რაც ბაზარზე ძველი მოთამაშეების გვერდით ახალი ბრენდების გამოჩენამ განაპირობა. ამ ყველაფერმა კი,  სმარტფონების გლობალური ბაზრის გადანაწილების მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.

მართალია, კომპანია HUAWEI სმარტფონების წარმოებაში, არცთუ ისე, დიდი ხნის წინ ჩაერთო,  მაგრამ ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიო და საქართველოს ბაზარზე გაყიდვებით მესამე ადგილი უჭირავს და წლიდან წლამდე ბაზრებზე პოზიციებს ამყარებს. 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი 41%-ითაა გაზრდილი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ IDC-ის მიხედვით სმარტფონების ბაზარი 2016-ში მხოლოდ 3.1%-ით გაიზარდა, HUAWEI-ის გაყიდვებმა 25%-ით იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ გადაასწრო საბაზრო ტრენდს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზრის გარეთ 1.6-ჯერ უფრო დიდი ზრდა შეინიშნება, ვიდრე შიდა ბაზარზე.

სმარტფონების წარმოება HUAWEI-სთვის  შედარებით, ახალი ბიზნესია. კომპანია 1987 წელს დაარსდა და მისი მთავარი საქმიანობა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურებისა და აღჭურვილობის წარმოებაა, როგორც ჩინეთის, ისე მის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებში. მის პროდუქციასა და მომსახურებას იყენებენ მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორიდან 45-ს ამჟამად HUAWEI ემსახურება. საქართველოში სმარტფონების ბაზარზე შესვლამდე კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ ინტერნეტპროვაიდერებთან და ოპერატორებთან. კომპანია 2013 წლიდან საკმაოდ აქტიურად ჩაერთო სმარტფონების ბიზნესში და წლიდან წლამდე აღნიშნულ  პოზიციას ინარჩუნებს.

საქართველოში არსებულ ტენდენციებსა და სმარტფონების მიმართ გამძაფრებულ ინტერესს თუ გავითვალისიწნებთ, კომპანია HUAWEI სმარტფონების ბაზარზე სამომავლოდ, აუცილებლად დაიკავებს მოწინავე პოზიციას.  მისი  წარმატების მიღწევის გარანტი, სწორედ, ხარისხი, ინოვაციები და კონკურენტული ფასია. ამის დასტურია კომპანიის მიერ ორი ახალი ფლაგმანის – P20-ისა და P20 Pro-ს წარდგენა, რომლებიც წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ინოვაციურობით გამოირჩევიან. P10 სერიასთან შედარებით, სრულად განახლდა დიზაინი. სმარტფონის  უკანა მხარე ტრენდული შუშისგანაა დამზადებული, გვერდები კი პრიალა ალუმინისგან, რაც სმარტფონს უფრო  პრემიალურს ხდის.

გარდა ამისა, საქართველოს ბაზარი ისეთი კომპანიისთვის, როგორიც HUAWEI-ა ძალიან საინტერესო და უნიკალურია.  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია HUAWE-ს  გლობალური გამოცდილების გაზიარება და ფაქტობრივად სწორედ ამას აკეთებს კომპანია  ჩვენს ქვეყანაში.

HUAWEI P20 არის საუკეთესო სმარტფონი იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს მრავალფუნქციურ კამერას. სმარტფონით გადაღებული ფოტოები გამოირჩევა ფერთა სიმკვეთრით,  მაღალი დეტალიზაციითა და ხარისხით. HUAWEI P20 და მისი შთამბეჭდავი მაჩვენებლები, კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობაა. სმარტფონი, მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომპანია HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში. 2015 წლის მსოფლიო მონაცემებით, კომპანია სმარტფონების ბაზარზე  მესამე ადგილს იკავებს. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში Huawei-ს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  HUAWEI Consumer BG არის კომპანიის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას ეყრდნობა  და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სილქნეტი 10 ახალ უბანს ოპტიკით აკაბელებს და მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს

სილქნეტი 10 ახალ უბანს ოპტიკით აკაბელებს და მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს

17 სექტემბერი, 2018

უფასო ინსტალაცია, მოქნილი ტარიფები,  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ტელევიზია გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით  და არხების მრავალფეროვანი ჩამონათვალით, Silk სპორტ  და თემატური გასართობი არხების უფასოდ დამატების შესაძლებლობა - ეს პირობები...