"დოპელმაიერმა" საქართველოს მთის კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი გადაამზადა

"დოპელმაიერმა" საქართველოს მთის კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალი გადაამზადა

საქართველოს სამთო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, სვანეთსა და გოდერძიზე მომუშავე 89 სპეციალისტმა, რომლებიც ავსტრიული კომპანიის "დოპელმაიერის" ფირმის საბაგიროებს ემსახურებიან, 22 დღის განმავლობაში, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასწავლო კურსი გაიარა და სერტიფიკატები გადაეცა.

აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საბაგიროების მწარმოებელ კომპანია "დოპელმაიერს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების - ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და ჰაწვალის საბაგირო გზებზე მომსახურე პერსონალის გადამზადებას, საბაგიროს უსაფრთხო მართვასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ყოველწლიურად ტარდება როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. "ჩვენ აღნიშნულ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე დაგეგმილია ფრანგული კომპანიის "პომას" მიერ წარმოებულ საბაგიროებზე მომუშავე  თანამშრომლების გადამზადება სვანეთსა და გუდაურში. უკვე გადამზადდა "ლეიტნერის" ფირმის საბაგიროზე მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც ბაკურიანსა და სვანეთში საქმიანობენ", -  განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა  ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

"ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ უკეთესები, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა თეორიული და პრაქტიკული სწავლება ოპერირების მენეჯმენტში, საბაგიროების მართვაში, საევაკუაციო სისტემებში," - განაცხადა კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენელმა ბერნდ გრიზნერმა.

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში

10 საათის წინ

საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, აშშ-ის ბიზნესწრეების...