ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნაძალადევის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის  8 კილომეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო. ამასთანავე, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის ჩამკეტი ურდულები და რეგულატორები დაამონტაჟა. აღნიშნულ პროექტში ჯივიპიმ  800 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"2018 წელსაც, ისევე როგორც შარშან, კომპანიის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების სისტემის განვითარებაა. ნაძალადევის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საუმშაოების დასრულების შემდეგ ჩვენს აბონენტებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ წყალმომარაგება, ხოლო ახალი, პოტენციური  აბონენტებისთვის ქსელზე დაერთების შესაძლებლობა შეიქმნება. გარდა ამ პროექტისა, თბილისის მასშტაბით აქტიურად ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს - ამ მომენტისთვის, 30-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის განახლება." - აცხადებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის  წყალმომარაგების სისტემის განახლება განვითარებისთვის ჯივიპი 2018-2020 წლებში ინფრასტრქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

10 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...