კამპანია "გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები" გრძელდება

კამპანია "გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები" გრძელდება

17 მაისს, მსოფლიომ ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე  აღნიშნა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.  ამასთან,  მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადდა და  კამპანიამ  „გაიზომე წნევა - #ამას შენთვისგეუბნები“ სტარტი აიღო. კამპანია სოციალური და გლობალური პროექტია, რომელიც ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტიკის და მართვის ხელშეწყობას ემსახურება, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კამპანიის "გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები" მიზანია ახალგაზრდებში ჰიპერტენზიაზე ინფორმირების გაზრდა და მათი მოტივაცია, რათა მოუწოდონ მშობლებს, რომ გაუფრთხილდენენ თავიანთ ჯანმრთელობას. საინფომაციო კამპანია გადამდებია და მასში ჩართვა ნებსმიერ ადამიანს შეუძლია.

"ამას შენთვის გეუბნები" დეტალებზე, იდეასა და მისი განხორციელების მნიშვნელობაზე გვესაუბრება ფრანგული ფარმაცევტული კომპანია "სერვიეს" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი,  მაია ხეცურიანი.

- ქალბატონო მაია, უპირეველსად რას გვეტყვით კომპანია "სერვიეს" შესახებ?

- "სერვიე" საფრანგეთში წამყვანი, დამოუკიდებელი ფრანგული  ფარმაცევტული კომპანიაა.  დღესდღეობით, ის  140 ქვეყანაშია წარმოდგენილი. უკვე, 15 წელია რაც საქართველოშიც მოღვაწეობს და სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი "გაიზომე წნევა - #ამას შენთვის გეუბნები", რომელიც გლობალური კამპანიის ნაწილია. პაციენტზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის ძირითადი მიზანია, რის შედეგადაც  დღეს მსოფლიოში 15 მილიონზე მეტი პაციენტი „სერვიეს“ ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტებით მართავს  ჰიპერტენზიას.

- რა მიზანს ემსახურება კამპანია "გაიზომე წნევა -  #ამასშენთვისგეუბნები?

- კამპანიის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება და მათი მოტივირებაა, რათა მოუწოდონ თავიანთ მშობლებს, ახლობლებსა და ნათესავებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და რაც შეიძლება რეგულარულად აკონტროლონ არტერიული  წნევა. ჰიპერტენზია ანუ მომატებული წნევა, საკმაოდ გავრცელებულია, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ბევრმა  ადამიანმა არც კი იცის, რომ მას აქვს ჰიპერტენზია. საზოგადოების ნაწილს გააჩნია ინფორმაცია,  მაგრამ არ აღიქვავს მომატებულ წნევას და მოსალოდნელ გართულებებს სერიოზულად. შესაბამისად არ იტარებს სისტემატურ მკურნალობას. კამპანიის მიზანია, მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ჰიპერტენზიის -  გლობალური პრობლემის შესახებ, რომელიც დღეს გადაჭრადია და პირველი ნაბიჯი, მარტივი სადიაგნოსტიკო მეთოდი - არტერიული წნევის გაზომვაა.

- ზოგადად, რა სიმპტომები ახასიათებს არტერიულ ჰიპერტენზიას?

- პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს თავის ტკივილი, გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება. თუმცა ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არტერიულ ჰიპერტენზიას "ჩუმ მკვლელსაც" უწოდებენ.  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მომატებულ წნევას სერიოზული გართულებები, როგორიცაა ინფარქტი და ინსულტი, შეიძლება მოყვეს. დაავადების დადგენა, როგორც ავღნიშნეთ პირველ ეტაპზე საკმაოდ მარტივია - უბრალოდ უნდა გავიზომოთ არტერიული წნევა. დროულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ ავიცილოთ დამაინვალიდირებელი ან ფატალური გამოსავალი.

- კამპანია უკვე 1 თვეა მიმდინარეობს, რა ღონისძიებები განხორციელდა ამ პერიოდში?

- აღნიშნული კამპანიის ფარლებში ბევრი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის სოციალურ ქსელში, რასაც გადამდები ხასიათი აქვს და საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად ერთვება.  Servier Georgia-ს ოფიციალური ფეისბუქის გვერდის საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც კამპანიის ასევე, ჰიპერტენზიის შესახებ.  ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზეც: www.BISS.ge. აღნიშნული პროექტის ფარლებში გადავიღეთ ვიდეო რგოლი, სადაც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები: დუტა სხირტლაძე, ნიკა წულუკიძე, რუსკა მაყაშვილი, ანი ჩირაძე, გიორგი კეკელიძე, ლელა მებურიშვილი, როგორც ამ პროექტის კეთილი ნების ელჩები მოუწოდებენ თავიანთ მშობლებს, რომ გაიზომონ წნევა.

- რას გეგმავთ მომავალში დამატებით?

- ზოგადად, ფრანგული ფარმაცეპტული კომპანია, "სერვიე“ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორცილებს. "გაიზომე წნევა-ამას შეთვის გეუბნები" წელს პაციენტებზე ორიენტირებული ჩვენი ყველაზე მაშტაბური პროექტია. ვფიქრობთ, რომ კამპანია ეფექტიანად მიმდინარეობს -  მისი საშუალებით ბევრმა  ადამიანმა უკვე გაიგო ჰიპერტენზიის შესახებ. გვაქვს პოზიტიური გამოხმაურება მოსახლეობისგან. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი რამდენიმე თვე კიდევ დავუთმოთ ამ თემას, დაგეგმილი გვაქვს აქტივობები მთელი საქართველოს მასშტაბით და იმედს ვიტოვენთ, რომ კიდევ ბევრი ადამინი მხარს აგვიბამს, გაიზრდება მოსახლოების ინფორმირება და პერიოდულად მოვუწოდოთ ახლობლებს, რომ გაიზომონ წნევა. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი დაავადებასთან ბრძოლისა და პრევენციის კუთხით.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...