საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ევროკავშირის ქვეყნებში გაეცნენ

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ევროკავშირის ქვეყნებში გაეცნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ევროპის ქალაქებში: პრაღაში, ვენაში, ბარსელონაში, ბოლონიაში, რომში, პარიზსა და ამსტერდამში საქართველოს შესახებ სპეციალური პრეზენტაციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ევროპის 7 ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ევროპელ ჟურნალისტებსა და ტუროპერატოტებს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრენგეთიდან და ჰოლანდიიდან ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით პრეს და გაცნობით ტურებს გეგმავს.

ევროპის 7 ქალაქში პრეზენტაცია საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებითაც მოეწყო. ევროპელმა ჟურნალისტებმა და ტუროპერატორებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ახალი ავიარეისები თბილისიდან და ქუთაისიდან ევროპის შემდეგი ქალაქების მიმართულებით დაინიშნა: პრაღა Georgian Airways, WizzAir, ვენა Georgian Airways, ბარსელონა Georgian Airways, WizzAir, ბოლონია Georgian Airways, რომი WizzAir, პარიზი Georgian Airways, WizzAir, ამსტერდამი Georgian Airways. ევროპის ქალაქებში გამართულ პრეზენტაციებზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო გაიხსნა

m2-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო გაიხსნა

13 ივლისი, 2018

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნა. მათი შექმნა კომპანიამ "m2 უძრავი ქონება" დააფინანსა. სამკითხველოში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების უიშვიათესი, ავტორის...