"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" წმინდა მოგება 2017 წელს 2.8-ჯერ გაიზარდა

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" წმინდა მოგება 2017 წელს 2.8-ჯერ გაიზარდა

2017 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" წმინდა მოგება  2016 წელთან შედარებით 2.8-ჯერ გაიზარდა და 220.4 მლნ. ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგება ასევე გაიზარდა 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 2.5-ჯერ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

ასევე გაიზარდა კორპორაციის საოპერაციო მოგებაც და მან 205.8 მლნ. ლარი შეადგინა (რაც 2016 წლის მონაცემებზე 37,6%-ით მეტია. 2016 წელს ეს ციფრი 149,6 მლნ. ლარი იყო). კორპორაციის ჯამური აქტივები გაიზარდა 5,0%-ით და შეადგინა 1.66 მილიარდი ლარი.

2017 წლის ანგარიშგების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის წმინდა ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან და შეადგინა 231,9 მლნ. ლარი (2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 159,1 მლნ. ლარს).

გარდაბანის კომბინირებული ციკლის პირველი თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამ მოახდინა შემოსავლების დივერსიფიცირება. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ 2017 წელს აქტიურად მიმდინარეობდა გარდაბანის მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება 2019 წლის შემოდგომაზე. 2017 წელს შემოსავალმა ელექტროენერგიის წარმოებიდან და მიწოდებიდან შეადგინა 199,7 მლნ ლარი (2016 წელს 184,4 მლნ. ლარი).

გაიზარდა აგრეთვე კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2017 წელს შეადგინა 671,6 მლნ. ლარი (რაც 2016 წლის მონაცემებზე 6,0%-ით მეტია. 2016 წელს ეს ციფრი 633,6 მლნ. ლარი იყო.)

2017 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრმა, აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნითაც კორპორაციის ფინანსური ანგარიშგება სრულიად შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...