საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" Salam Air-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა.

ახალ ავიარეისთან დაკავშირებით სასტუმრო ჰუალინგში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" დირექტორის, ქეთევან ალექსიძე,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გაჩეჩილაძე დაესწრნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბოლო სამ წელიწადში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად  ომანსა და  სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მრავალი  ღონისძიებება ჩაატარა, შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან და დაინიშნა პირდაპირი ავიარეისები.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას.

საქართველოში Salam Air-ის ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია ,"ვოიაჟერის" გენერალური დირექტორის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია ტურიზმში მოღვაწე კომპანიებისთვის და საავიაციო სფეროსთვის პროდუქტის გაცნობა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air 2016 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით ავიაკომპანია მსოფლიოს 7 მიმართულებით კვირაში 116 რეისს ასრულებს.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...