კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 239.6 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 239.6 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით 239.6 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 22.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 150.3 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.3 მლნ ლარით გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2018 წლის მაისის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 192.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 12.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.92 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

19 ივლისი, 2018

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. პროგრამა ითვალისწინებს...