ჩერქეზიშვილი: პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში არსებულ შეთავაზებებს გავაფართოვებთ"

ჩერქეზიშვილი: პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში არსებულ შეთავაზებებს გავაფართოვებთ"

ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სამეწარმეო მარკეტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მასთან ერთად, მარკეტი დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ. პრემიერ-მინისტრსა და საპატიო სტუმრებს მეგზურობას უწევდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

სამეწარმეო მარკეტზე გამოფენილია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია. გარდა ამისა, ბათუმში მიმდინარე სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები და განთავსებულია სხვადასხვა სტენდები, მათ შორის ის სიმულატორები, რომლებზეც საზღვაო აკადემიის სტუდენტები სწავლობენ.

გიორგი ჩერქეზიშვილმა მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მომავალშიც გაგრძელდება.

"ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამებს, ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ შეთავაზებები და ვიმედოვნებთ, რომ ეს  ძალიან კარგი ხელშეწყობა იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ის ფარგლებში ჯამურად დაფინანსებულია 400-მდე პროექტი, გარდა ამისა, მიკრომეწარმეობის კომპონენტის ფარგლებში ჯამურად 14 000-მდე ბენეფიციარი გვყავს, საიდანაც 6 000-მდე პროექტი დაფინანსებულია. ეს არის დაახლოებით 900 მლნ ლარამდე საინვესტიციო ღირებულების პროექტები" - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

13 ივლისი, 2018

"ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი...