პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ბორჯომში დათო ევგენიძემ ბენდთან ერთად  კონცერტი გამართა

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ბორჯომში დათო ევგენიძემ ბენდთან ერთად კონცერტი გამართა

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ცნობილმა კომპოზიტორმა და მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ ბენდთან ერთად რეგიონებში კონცერტების სერია დაიწყო. პირველი კონცერტი ბორჯომის პარკში გაიმართა. ღონისძიებას როგორც ადგილობრივები, ასევე ბორჯომში მყოფი ტურისტები დაესწრნენ. მომდევნო კონცერტები 14 ივლისს ახალციხეში, 4 აგვისტოს ზუგდიდში, 11 აგვისტოს ამბროლაურში, 18 აგვისტოს ქობულეთში და 15 სექტემბერს თელავში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით პროექტი Check in Georgia უკვე მესამედ ტარდება. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი მუსიკალური და სხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.

Check in Georgia წელს აუდიტორიას საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს - საქართველოს რამდენიმე რეგიონში კონცერტებს მართავენ: ანსამბლები: "სუხიშვილები", "ერისიონი" და "რუსთავი", ასევე თბილისის სახ. კამერული ორკესტრი. პროექტის ფარგლებში იმართება საბალეტო ფესტივალი თბილისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB საგურამოში,მუსიკის ფესტივალი "Open Air", "არტარეას" ეზოს ფესტივალი და ა.შ.

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

13 ივლისი, 2018

"ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი...