"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებაზე საუბრობს

"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებაზე საუბრობს

"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების აუცილებლობლობაზე საუბრობს. ანა კობახიძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს სკოლა  უნდა გაუქმდეს.

"სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ იუსტიციის სკოლას სჭირდება.  უნდა გაუქმდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა როგორც ერთადერთი მონოპოლისტი და შესაძლებლობა ჰქონდეთ უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც საჯარო სამართლის ისე  კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, განახორციელონ იგივე სწავლება და მომზადება სასამართლოში დასაქმებული პირებისთვის და არა მარტო იმ პირებისთვის ვინც სისტემაში უკვე მუშაობს.

ცვლილებები უნდა განხორციელდეს "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ" საქართველოს კანონში.

აღნიშნული რეფორმა შექმნის კონკურენტულ გარემოს, რაც თავის მხრივ გაზრდის სწავლების ხარისხს.  სწავლება შესაძლებელი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული იურისტისთვის, რითაც მოხდება ახალი პროფესიონელების შემოსვლა სასამართლო სისტემაში.

სასამართლოს მე-4 ტალღის რეფორმებში დაანონსებული იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმაც, თუმცა ჩვენი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ საიდუმლოდ რჩება, თუ რა სახის ცვლილებები მინდინარეობს ან რა არის დაგეგმილი." - განაცხადა ანა კობახიძემ

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველო ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს

10 საათის წინ

მიმდინარე წლის 20-22 სექტემბერს, საქართველო  უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას  უმასპინძლებს ჰონგ-კონგიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 21 სექტემბერს, იგეგმება ღონისძიება, რომლის...