ახალი ჰიდროელექტროსადგურები - ელექტროენერგიის იმპორტის ალტერნატივა

ახალი ჰიდროელექტროსადგურები - ელექტროენერგიის იმპორტის ალტერნატივა

საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ქვეყნის განვითარება ძლიერი ენერგეტიკის გარეშე შეუძლებელია.

ტექნიკურმა პროგრესმა მთელს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა და ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს: ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, უკვე გვიდგას დეფიციტისა და ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების ათვისების პრობლემაც, საკუთარი ჰიდრორესურსების 80%-ზე მეტი კი ამ დროს გამოუყენებელი გვრჩება.

სპეციალისტებს ოპტიმალურ ვარიანტად სწორედ ამ - ეკოლოგიურად სუფთა და იაფ ჰიდრორესურსებზე მომუშავე ახალი ობიექტების - ჰესების მშენებლობა მიაჩნიათ - ისეთის, როგორიც სვანეთის რეგიონში მშენებარე ნენსკრა ჰესია.

ელექტროენერგიის დეფიციტის წარმოქმნის ძირითადი მიზეზები

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება სეზონურობით ხასიათდება: მაქსიმალური მოხმარება ზამთარში ფიქსირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პერიოდში ელექტროენერგია უმთავრესად საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენება.

მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული, ასევე იმპორტირებული ელექტროენერგიით ივსება. ამასთან, ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას შორის თანაფარდობა 80/20-ია.

ამგვარად, ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარ რესურსს საქართველოში წყალი წარმოადგენს. თუმცა მდინარეებში წყლის მოდინებაც სეზონურია: ზაფხულში ისინი უხვწყლიანია, ხოლო ზამთარში წყლის დონე საგრძნობლად იკლებს.

შესაბამისად, ქვეყანაში ჰესების გამომუშავების მინიმუმი ემთხვევა ელექტროენერგიის მოხმარების მაქსიმუმს და პირიქით.

სწორედ ამის გამო იქმნება დეფიციტი.

დეფიციტის შევსების გზები

იმის პროგნოზირება, როგორ შეიცვლება სამომავლოდ ელექტროენერგიის მოთხოვნა, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს: ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მოხმარებაც აუცილებლად გაიზრდება.

გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია ელექტროენერგიის იმპორტით და გენერაციის ადგილობრივი წყაროების განვითარებით.

ელექტროენერგიის იმპორტი და მისი ნაკლოვანებები

ბოლო წლების მაჩვენებლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ელექტროენერგიის იმპორტი - ზრდის, ხოლო ექსპორტი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, 2010-2017 წლებში იმპორტი 575%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 55%-ით შემცირდა.

იმპორტის უდიდესი წილი რუსეთსა და აზერბაიჯანზე მოდის, შედარებით მცირე - სომხეთზე.

აღნიშნული ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე საგანგაშოდ გაიზარდა, ეს კი ენერგოუსაფრთხოების კუთხით მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს: ზამთრის პერიოდში ჩვენი სტაბილური ენერგომომარაგება მათ კეთილ ნებაზეცაა დამოკიდებული.

ამ მხრივ უკვე გვაქვს საკმაოდ მძიმე გამოცდილება: 2006 წლის ზამთარში რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტამ ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის იმპორტი ნიშნავს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას, არაპროგნოზირებად და მუდმივად მზარდ ფასებს. ამას ემატება ისიც, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდისა და ქვეყნის შიგნით გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის დაგვიანების ფონზე სრულიად შესაძლებელია, იმპორტის გაზრდილი მოცულობების შემოტანა ტექნიკურადაც კი გაგვიჭირდეს.

ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველაზე „ცუდ“ გზად ითვლება.

ენერგიის ალტერნატიული წყაროები

საქართველოს ენერგოსისტემა მხოლოდ ალტერნატიულ წყაროებზე (ქარი და მზე) დაფუძნებული ვერ იქნება.

რიგი ტექნიკური მიზეზების გამო დეფიციტის ამ სახის ენერგიით შევსება ვერ მოხერხდება.

ამასთანავე, ენერგიის ალტერნატიული წყაროებისთვის დამახასიათებელი რყევების გამო სისტემა მდგრადად და საიმედოდ ვერ იმუშავებს.

თბოელექტროსადგურები და მათი ნაკლოვანებები

თბოელექტროსადგურების სიმძლავრის ზრდაც იმპორტზე დამოკიდებულებას ნიშნავს, რადგანაც საქართველოს თბოსადგურებისთვის საჭირო ნედლეული უცხოეთიდან შემოაქვს.

შესაბამისად, თბოელექტროსადგურების წილის ზრდით სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხიც იზრდება.

ჰესები და მათი უპირატესობები

ჰესების მშენებლობით კი შეგვიძლია, პირიქით,  ენერგოდამოკიდებულების ხარისხი მაქსიმალურად შევამციროთ. შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალის განვითარება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ცალსახად გაზრდის.

ამასთანავე, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების სეზონურობის დაბალანსება შესაძლებელია მხოლოდ წყალსაცავიანი ჰესებით – ისეთით, როგორიც ამჟამად სვანეთში მშენებარე 280 მგვტ სიმძლავრის “ნენსკრა ჰესია”: მას წყალსაცავში წყლის შენახვა და დეფიციტის დროს, ანუ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მისი გამოყენება შეეძლება.

გარდა ამისა, ჰესების მშენებლობის გზით საქართველოს შეუძლია, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებს შესთავაზოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი, სხვა ტრადიციულ ენერგორესურსებთან შედარებით, ეკოლოგიურად სუფთა და, ამავე დროს, განახლებადი ჰიდროელექტროენერგია.

ამგვარად, მზარდი დეფიციტის აღმოფხვრის ოპტიმალური ვარიანტი იაფ და ეკოლოგიურად სუფთა ჰიდრორესურსებზე მომუშავე ახალი ობიექტების - ჰესების მშენებლობაა.

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

10 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...