ავიაკომპანია "Myway Airlines" თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

ავიაკომპანია "Myway Airlines" თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

ქართული სამგზავრო ავიაკომპანია "Myway Airlines"-ი, 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს.
 
რეისები თბილისი - თელ-ავივი - თბილისის საჰაერო ხაზზე 28 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველი ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია "Myway Airlines"-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა.
 
ქართულმა ავიაკომპანიამ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა 12 ივნისიდან დაიწყო. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი "Myway Airlines"-ზე იანვარში, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა თებერვალში გაიცა. ამ ეტაპზე "Myway Airlines"-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.
დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...