ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის" გაგრძელებაა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში,  23 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ "ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალზე", კომპანია 5 ახალბედა მეღვინის „პირველ მოსავალს“ წარადგენს. ფესტივალზე, რომლის მთავარი მხარდამჭერია "ჯიპიაი ჰოლდინგი", ასევე წარმოდგენილი იქნება ორმოცამდე ღვინის მარნის, მევენახეებისა და ქართული რესტორნების ნაწარმი.

"მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" ჯიპიაის სოციალური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც კომპანია ფესტივალზე წარმოდგენილ მეწარმეებს,  მათი საქმიანობის განვითარებისთვის, მცირე მარნების დაზღვევის სპეციალურ პირობებს სთავაზობს - ყველა ბიზნეს რისკი + ვენახის დაზღვევა, დამატებით კი, პროექტის ბენეფიციარებს ბიზნესის შეფერხების დაზღვევას გადასცემს საჩუქრად.

გასულ წელს ჯიპიაიმ შეიმუშავა სოციალური პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის,რითაც  ასობით მცირე და საშუალო ბიზნეს მეწარმემ ისარგებლა.

"მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" აღნიშნული კამპანიის ერთგავრი გაგრძელებაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სპეციალური  პირობების შეთავაზებას სადაზღვევო პაკეტებზე, არამედ მეწამრეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებას იმ რისკების მართვის შესახებ, რამაც შეიძლება შეაფერხოს მათი  საქმიანობა.

"მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" განსაკუთრებულად ახალბედა მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს საქმიანობის დასაწყისიდანვე სწორად შეაფასონ და მინიმუმამდე დაიყვანონ ბიზნეს რისკები და განავითარონ საქმიანობა.

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...