საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
 
"შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა ,,კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიის წყლის მილის გაუმართაობა გახდა, რის გამოც ნიადაგი ლიანდაგის მიწის ვაკისზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება. საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

13 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...