მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

მერიის ტრანსპორტის სამსახურში დოკუმენტზე უკვე მუშაობენ. თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას გადახედავს - ამ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია. პოლიტიკის გადახედვის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ყვითელი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს. 

რამდენიმე დღის წინ, ამ თემაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. კალაძის მტკიცებით, ძველი ავტომობილები, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ეკოლოგიას სერიოზულ პრობლემას უქმნის და აუცილებელია, განხორციელდეს ცვლილებები. 

როგორც ტრანსპორტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, ყვითელი ავტობუსები ეტაპობრივად ჩანაცვლდება და ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრება. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ შეიძენენ ახალ ავტობუსებს და ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გამონაბოლქვის საკითხი აღარ იდგება. 

სილქნეტი 10 ახალ უბანს ოპტიკით აკაბელებს და მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს

სილქნეტი 10 ახალ უბანს ოპტიკით აკაბელებს და მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს

17 სექტემბერი, 2018

უფასო ინსტალაცია, მოქნილი ტარიფები,  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ტელევიზია გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით  და არხების მრავალფეროვანი ჩამონათვალით, Silk სპორტ  და თემატური გასართობი არხების უფასოდ დამატების შესაძლებლობა - ეს პირობები...